თერჯოლაში კაცს, რომელმაც მამა მოკლა და სახლში ხანძარი გააჩინა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

sinatle media

თერჯოლაში კაცს, რომელმაც მამა მოკლა და სახლში ხანძარი გააჩინა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

დღის სიახლეები
1421 წუთის წინ
ტექსტის ზომა

პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ოფიციალურად ბრალდება წარუდგინა. დაკავებულს თავისუფლების 16-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთა ემუქრება.

უწყების შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეუფარდა პატიმრობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 27 ნოემბერს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვაში, კონფლიქტის ნიადაგზე, ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით მამას დანით ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულმა სახლში ხანძარი გააჩინა.

სამართალდამცველებმა ის იმავე დღეს დააკავეს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გააზიარე

კომენტარი

ტოპ სიახლეები

დღის სიახლეები

მეტის ნახვა
7

პაპუნა ჯანელიძე - გაუგებარია საით მივდივართ, რა ქვეყანას ვაშენებთ, რა ღირებულებებს ვიცავთ და რას ვუტოვებთ მომავალ თაობას

17

ქუთაისში "საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" დაარსების ერთი წლის იუბილე აღნიშნა

28

როგორი ამინდი იქნება 28 ნოემბერს იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

7K

თერჯოლის მუნიციპალიტეტში შვილმა მამა მოკლა

14

"გელათის მგრეველი და ახალგაზრდების მომავლის წამრთმევი ჭორვილელი ბატონი უნდა ჩამოვაცილოთ ამ ქვეყნის საჭეს"

29

საქართველოში პური ძვირდება

406

"არავის ვუსურვებ ამ განცდის გამოცდას, Wizz Air ქუთაისი–ბერლინის რეისი ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში დიდ ფსიქოლოგიურ ტრავმას დატოვებს"

23

27 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდი იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით