ავტოსატგზაო შემთხვევა ავტოქარხნის დასახლებაში - "ინფო იმერეთის" ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.
დაშავებულია სამი ადამიანი.
დაშავებულებს შორის ორი მძღოლი და ერთი მგზავრია.
"დიდი საცობი იყო და რომ დავინტერესდი, მითხრეს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სამი ავტომობილია დაზიანებულია და სამი ადამიანი დაშავებული", - განუცხადა თვითმხილველმა "ინფო იმერეთს".
"ინფო იმერეთი" შსს-ს დაუკავშირდა, უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება.












კომენტარი