ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

sinatle media

ლევან ხაბეიშვილი - იმის მოხერხება რა გახდა, რომ ოპოზიციური არხი არ გვეთიშებოდეს ტყვეობაში მყოფებს?!

პოლიტიკა
027 ოქტ 2026
ტექსტის ზომა

იმის მოხერხება რა გახდა, რომ ოპოზიციური არხი არ გვეთიშებოდეს ტყვეობაში მყოფებს?! განა რას ვითხოვთ ასეთს? ვინ შევაწუხეთ ჩვენი თავით ან ჩვენი ოჯახების პრობლემებით?! როგორ დავიჯერო, ამის მხარდაჭერა, სოლიდარობა არ არსებობს, რომ „TV ფორმულა“ გათიშული არ იყოს ციხეში?! - ამის შესახებ ციხიდან გავრცელებულ წერილში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი წერს.

"სახის ძვლები დაგვილეწეს, დილეგში ჩაგვაგდეს, ოჯახებს მოგვწყვიტეს, ამწარებენ ჩვენს ახლობელ ადამიანებს, ციხის კარზე ათევს ასეულობით ადამიანი და იმის მოხერხება რა გახდა, რომ ოპოზიციური არხი არ გვეთიშებოდეს ტყვეობაში მყოფებს?! განა რას ვითხოვთ ასეთს?

ვინ შევაწუხეთ ჩვენი თავით ან ჩვენი ოჯახების პრობლემებით?! როგორ დავიჯერო, ამის მხარდაჭერა, სოლიდარობა არ არსებობს, რომ „TV ფორმულა“ გათიშული არ იყოს ციხეში?! რა ღირს ასეთი, რა თანხა ჯდება, რომ ხალხმა ეს ვერ შეძლოს?!

ღმერთმა გაუმარჯოს ყველას, ვინც თავი დააღწია ამ ჯოჯოხეთს და გააღწია საქართველოდან. 10$ ოპოზიციური არხისთვის თვეში რა გახდა?! რისი იმედი შეიძლება ვიქონიოთ, როცა მინიმალური სოლიდარობა არ არსებობს?!

იქნებ ვინმემ ითავოს ორგანიზება, გააკეთოთ ჯგუფი და ყოველ თვე, თუნდაც 5$-ით დაეხმაროთ ოპოზიციურ მედიას! ვიჯდებით ციხეში, ვიბრძოლებთ, თავს, ოჯახებს გავწირავთ, მაგრამ ერთი ფინჯანი ყავის თანხა გაიღეთ, ჩვენთვის კი არა - თავისუფალი სიტყვისთვის!

პ.ს. ტელევიზიის წილში შევიდეთ ხალხი! ავიღოთ ჩვენს თავზე და მივიღებთ სახალხო ტელევიზიას(ებს)! ხალხო გამოფხიზლდით!" - წერს ხაბეიშვილი.

გააზიარე

კომენტარი

ტოპ სიახლეები

დღის სიახლეები

მეტის ნახვა
2

23 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდი იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1

ქუთაისში, კორპუსის სადარბაზოში, სადაც აფეთქება მოხდა, შესვლა კვლავ აკრძალულია - დაზარალებული 56 მოქალაქე კი სასტუმროშია გადაყვანილი

0

ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

1

ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 74 წლის ქალი კლინიკაში რჩება

1

"ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, ოქტომბერში ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო"

5

"ჯერჯერობით არ შემიძლია, ვთქვა როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა" - ექიმი აფეთქების შედეგად დაშავებულ 74 წლის ქალბატონზე

3

დავით ერემეიშვილი - ვფიქრობთ, რომ 15 ოჯახი იქნება გასაყვანი

2

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება მოხდა - დაშავდა ერთი ადამიანი