ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

sinatle media

"მაშინ თურმე მილიონებს ითვლიდით“ – ჭიათურის ყოფილი მერის პაატა ნადირაძის მიმართვა გრიგოლ ლილუაშვილს

ჭიათურა
025 დეკ 2025
ტექსტის ზომა

ჭიათურის ყოფილი მერი და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი მოადგილე პაატა ნადირაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს გრიგოლ ლილუაშვილს, რომელიც დაკავებულია, საჯარო განცხადებით მიმართავს.

პაატა ნადირაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში ლილუაშვილს ადანაშაულებს იმაში, რომ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ქვეყნისა და მოქალაქეების პრობლემების ნაცვლად, კორუფციულ გარიგებებსა და „ატკატებში“ იყო ჩართული. ყოფილი მერის თქმით, ის წლების წინ უსამართლოდ აღმოჩნდა სისტემის წინააღმდეგ მარტო დარჩენილი და არაერთხელ უშედეგოდ ცდილობდა მაღალი თანამდებობის პირებთან, მათ შორის ლილუაშვილთან, შეხვედრას.

პაატა ნადირაძე იხსენებს ჭიათურაში მის წინააღმდეგ დადგმულ, მისი შეფასებით, „სპექტაკლს“, რომელშიც, მისი მტკიცებით, ჩართული იყვნენ ადგილობრივი და ცენტრალური სტრუქტურების წარმომადგენლები. მისი განცხადებით, მაშინ ის სიმართლის გარკვევას და საკუთარი გარემოცვის დაცვას ითხოვდა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.

"ეხ, გრიგოლ, გრიგოლ!

ადამიანურად ნამდვილად არ მიხარია ის, რაც შენს გარშემო ხდება. ეს გზა მე უკვე გავლილი მაქვს — უსამართლოდ (ჩხუბზე?!), შენ კი, როგორც ჩანს, სამართლიანად — მილიონების მოპარვაზე. ახლა მივხვდი, რატომ არ გეცალათ ქვეყნისთვის და არასწორად დაჩაგრული ადამიანებისთვის, მაშინ, როცა შენ და შენს ყოფილ კოლეგას მთელი ქვეყნისა და ადამიანების ბედი გებარათ. იმ კოლეგაზე ვსაუბრობ, შენზე წლებით ადრე რომ „მიაბრძანეს“ იქ, სადაც ახლა შენ მიხვალ. რატომ არ გეცალათ? რისთვის გეცალათ?

როგორც აღმოჩნდა, მაშინ „მწვანეებს“ ითვლიდით — ათასებზე არაა საუბარი, მილიონებზეა — და ატკატების „რაზბორკებში“ იყავით ჩართული. სამარცხვინოდ, ბავშვების საჭმელების ატკატებშიც კი. იმ დროს, როცა მე ჭიათურის ამბებზე ნერვიულობის ნიადაგზე ლამის სიცოცხლე დავამთავრე.

შიდა და გარე ნაძირლების მიერ შეგნებულად დადგმული, 8 წლის წინანდელი სპექტაკლის გამო, შეგნებულად ჩამაგდეს განსაცდელში და მარტო დამტოვეს სისტემის წინააღმდეგ. ნადირაძის 8 წლის წინანდელი ზარი, ალბათ, არც ერთს, არც მეორეს და არც მესამეს არ გახსოვთ. არც ის შეხვედრის თხოვნა, რომელსაც ერთს, მეორეს, მესამეს და თვით პრემიერსაც კი ვუგზავნიდი — პრემიერს, რომელიც დღეს აღარავის ახსოვს.

შეშინებულები კაბინეტებიდან ვერ გამოდიოდით, პასუხები რომ გაგეცათ. დღეს სასაცილოდაც არ მყოფნის, როგორ „დაიმალა“ მაშინ პრემიერი ბახტაძე. მე მახსოვს. არასოდეს დამავიწყდება. შენახულიც მაქვს. მახსოვს, რაც მითხარი: „ჩხუბი, აყალმაყალი, ცემატყეპა — მე არ მეხება“. თითქოს შენი სამსახურის უფლებამოსლებას ვკითხულობდი, ან ჩხუბში დახმარებას გთხოვდი.

გაგახსენებთ, როგორ გემუდარებოდით — სიმართლე გამარკვევინეთ-მეთქი. გთხოვდით, თქვენი სისტემის სამხარეო ნაწილის მიერ, ჭიათურის სუსის ყოფილი ნაძირალა კადრის, ჩემი გარემოცვიდან რამდენიმე ნაძირალას და ადგილობრივი, ფულით გაზულუქებული ფეოდალის მიერ ერთობლივად, ჭიათურაში ჩემს წინააღმდეგ დადგმულ სპექტაკლზე სწორი ანალიზი გაგეკეთებინათ. გემუდარებოდით — მე მზად ვარ ყველაფრისთვის, ოღონდ იმ ჩემს „მეგობრებს“ (რამდენიმე კითხვის ნიშანს ახლაც იმსახურებენ) მაინც გაანებონ თავი-მეთქი.

რა ვქნა, გრიგოლ — კორუფციაზე, ატკატზე, ქვეყნისა და მეგობრების ღალატზე საუბარი მე კარგა ხანია აღარ მეხება. არც მორალურად და არც კანონით — თქვენს გამო.

როცა გამოხვალთ, როცა ყველანაირად თავისუფალი იქნებით, ჩვეულებრივად, ყოველგვარი ჩინებისა და სტატუსის გარეშე, როგორც ყველა ადამიანი — დანარჩენებზე მერე ვისაუბროთ", - წერს პაატა ნადირაძე სოციალურ ქსელში.

გააზიარე

კომენტარი

ტოპ სიახლეები

დღის სიახლეები

მეტის ნახვა
2

23 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდი იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1

ქუთაისში, კორპუსის სადარბაზოში, სადაც აფეთქება მოხდა, შესვლა კვლავ აკრძალულია - დაზარალებული 56 მოქალაქე კი სასტუმროშია გადაყვანილი

0

ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

1

ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 74 წლის ქალი კლინიკაში რჩება

1

"ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, ოქტომბერში ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო"

5

"ჯერჯერობით არ შემიძლია, ვთქვა როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა" - ექიმი აფეთქების შედეგად დაშავებულ 74 წლის ქალბატონზე

3

დავით ერემეიშვილი - ვფიქრობთ, რომ 15 ოჯახი იქნება გასაყვანი

2

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება მოხდა - დაშავდა ერთი ადამიანი