ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

sinatle media

"მდგრადი ბიზნესი, ლიდერი პროფესიაში" - "დენტალ ლუქსი" წლის წარმატებულ კომპანიად დასახელდა

იმერეთი
06 სექ 2026
ტექსტის ზომა

ქუთაისში გამართულ ღონისძიებაზე „მდგრადი ბიზნესი, ლიდერი პროფესიაში“, რომელიც „ინფო იმერეთის“ ორგანიზებით ჩატარდა, სტომატოლოგიური კლინიკა „დენტალ ლუქსი“ წარმატებულ კომპანიად დასახელდა. ეს ჯილდო კლინიკამ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე დაუღალავი ზრუნვისა და სტომატოლოგიის სფეროს განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მიიღო.

"დენტალ ლუქსი“ პაციენტებს სთავაზობს სრულ სტომატოლოგიურ მომსახურებას 24-საათიან რეჟიმში, ერთ სივრცეში. კლინიკის მთავარი პრიორიტეტი პაციენტის დროისა და ფინანსების დაზოგვა, ასევე მაღალი ხარისხისა და გარანტირებული შედეგის უზრუნველყოფაა.

კლინიკა აღჭურვილია უახლესი აპარატურით, რაც მკურნალობის პროცესს მაქსიმალურად ეფექტურს და უსაფრთხოს ხდის. 3D კომპიუტერული ტომოგრაფია: სამგანზომილებიანი ვიზუალიზაცია ექიმს პირის ღრუს სრულ სურათს აწვდის. ეს აუცილებელია ზუსტი დიაგნოსტიკისთვის თერაპიაში, უსაფრთხო ქირურგიული ჩარევისთვის, თანკბილვის შესასწავლად ორთოდონტიაში, ასევე ძვლის სტრუქტურის დადგენისა და იმპლანტაციის სწორად დაგეგმვისთვის. 3D დიაგნოსტიკა მინიმუმამდე ამცირებს გართულებების რისკს.

მიკროსკოპის გამოყენებით კბილის მკურნალობა ზრდის პროცესის სიზუსტესა და ხარისხს, საშუალებას იძლევა დეტალურად შეფასდეს კბილის ანატომიური აგებულება და მოხდეს მისი სრულყოფილი აღდგენა. კლინიკაში ხელმისაწვდომია ყველა ტიპის სტომატოლოგიური მომსახურება. "დენტალ ლუქსი“ პაციენტებს ემსახურება როგორც ქუთაისში, ასევე ბაღდათში.

გააზიარე

კომენტარი

ტოპ სიახლეები

დღის სიახლეები

მეტის ნახვა
2

23 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდი იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1

ქუთაისში, კორპუსის სადარბაზოში, სადაც აფეთქება მოხდა, შესვლა კვლავ აკრძალულია - დაზარალებული 56 მოქალაქე კი სასტუმროშია გადაყვანილი

0

ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

1

ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 74 წლის ქალი კლინიკაში რჩება

1

"ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, ოქტომბერში ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო"

5

"ჯერჯერობით არ შემიძლია, ვთქვა როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა" - ექიმი აფეთქების შედეგად დაშავებულ 74 წლის ქალბატონზე

4

დავით ერემეიშვილი - ვფიქრობთ, რომ 15 ოჯახი იქნება გასაყვანი

2

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება მოხდა - დაშავდა ერთი ადამიანი