ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

sinatle media

"მიხაილ სოცკიმ ჭიათურის მაღაროში სამსახურის საძებნელად მისულ რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეს, გასაუბრებაზე სამხედრო ფორმის გახდა მოსთხოვა"

სოციალური ქსელები
17 აგვ 2026
ტექსტის ზომა

ფეისბუკგვერდის "მაღაროელის" ინფორმაციით, ჭიათურაში, მიხაილ სოცკიმ სამსახურის საძებნელად მისულ რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე ყოფილ სამხედროს გასაუბრებაზე ფორმის გახდა მოსთხოვა.

"გვინდა გიამბოთ შემაშფოთებელი და შემაძრწუნებელი ფაქტის შესახებ, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით. მოგეხსენებათ, ჭიათურის საწარმოებს რუსეთის მოქალაქე მიხაილ სოცკი მართავს. სწორედ ამ ადამიანთან მივიდა გასაუბრებაზე სამსახურის საძებნელად ჩვენი ქვეყნის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე. ის კაბინეტში ქართული სამხედრო ფორმით (ხებე) შევიდა. და წარმოიდგინეთ რა მოხდა: სოცკიმ ეს ფორმა ვერ აიტანა, არ ესიამოვნა და პირდაპირ მოსთხოვა, რომ ეს ფორმა გაეხადა! ადამიანმა, რომელმაც სამშობლოსთვის იბრძოლა, თავი ღირსებაშელახულად იგრძნო და კაბინეტი დატოვა. ის 2008 წლის ომის მონაწილეა.

მეგობრებო, ადამიანებს, რომლებსაც ქართული სამხედრო ფორმა აღიზიანებთ, აბარიათ დღეს ჩვენი მაღაროელები და ჭიათურის საწარმოები! განა მართლა გჯერათ, რომ ამ კაცს საქართველო და ქართველები ეყვარება?! ვინ არის ის საერთოდ, რომ ჩვენს სამხედრო სიმბოლოებს უპირისპირდება?!

სანატორიუმის შენობაში, ყველა ის ადამიანი (კაცი) შევარცხვინე, ვინც ამ ფაქტს შეესწრო და ხმა არ ამოიღო, რეაქცია არ ჰქონია! თქვენ ბიჯო, ხომ არ გაჟრიალებთ?! რა ფულად გიღირთ მუშაობა იმ კაცთან, ვისაც თქვენი ქვეყნის სამხედრო ფორმა თვალში არ მოსდის და ზიზღს იწვევს?! ახლა გამოჩნდით ღირსების დასაცავად შექმნილი მოძრაობები აგერ ფაქტი საქართველოს მთავრობა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ირაკლი კობახიძე / ასეთი კაცი დაგვასვით თავს?" - წერს "მაღაროელი".

გააზიარე

კომენტარი

ტოპ სიახლეები

დღის სიახლეები

მეტის ნახვა
2

23 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდი იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1

ქუთაისში, კორპუსის სადარბაზოში, სადაც აფეთქება მოხდა, შესვლა კვლავ აკრძალულია - დაზარალებული 56 მოქალაქე კი სასტუმროშია გადაყვანილი

0

ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

1

ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 74 წლის ქალი კლინიკაში რჩება

1

"ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, ოქტომბერში ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო"

5

"ჯერჯერობით არ შემიძლია, ვთქვა როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა" - ექიმი აფეთქების შედეგად დაშავებულ 74 წლის ქალბატონზე

3

დავით ერემეიშვილი - ვფიქრობთ, რომ 15 ოჯახი იქნება გასაყვანი

2

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება მოხდა - დაშავდა ერთი ადამიანი