ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

sinatle media

"მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტა სინდისი არ აწუხებს? რად უნდა კონსტიტუციის დაცვას ვინმე ძალების ზეწოლა?"

სოციალური ქსელები
020 სექ 2026
ტექსტის ზომა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ბუდუ ზივზივაძის მამა ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის გიორგი გველესიანის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც მან აღნიშნა, რომ ნაკრების ფეხბურთელებზე მიმდინარეობდა ზეწოლა, რომ ევროპული კურსისადმი მხარდაჭერა გამოეხატათ.

"არ ვაპირებდი პასუხს, მაგრამ მართლა მაინტერესებს - ამ ბიჭმა გამაგებინოს, რომელმა ძალებმა იმოქმედეს და დაწნეხეს ფეხბურთელები (პირველი მე ვიქნები, ვინც პასუხს მოსთხოვს ჩემს შვილს, თუ ვინმეს გავლენით რაიმე თქვა), რომ თავისი აზრი გამოეხატათ. მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტა სინდისი არ აწუხებს? რა გამოდის, 26 ფეხბურთელიდან 4-მა "გაუძლო“ ძალების დაწნეხვას? რად უნდა კონსტიტუციის დაცვას და რეფერენდუმის შედეგებს ვინმე ძალების ზეწოლა? ვალდებულები არა ვართ?“ - წერს ბუდუ ზივზივაძის მამა კახა ზივზივაძე.

გიორგი გველესიანმა Geo Team-თან ინტერვიუში, რომელიც მისი პირველი ინტერვიუა ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, განაცხადა, რომ ფეხბურთელების უმრავლესობის მხარდაჭერა ევროპული კურსისადმი, რაც მათ 28 ნოემბრის ირაკლი კობახიძის ცნობილი განცხადების შემდეგ გამოხატეს, „სხვადასხვა ძალებისგან“ ზეწოლის შედეგი და ერთგვარად გაუაზრებელი ქმედება იყო.

რუსული კანონის მიღების, ასევე 2024 წლის 28 ნოემბრიდან, როდესაც ირაკლი კობახიძის განცხადებით ნათელი გახდა, რომ "ქართულმა ოცნებამ“ ღიად შეწყვიტა ევროინტეგრაციისკენ სვლა, საქართველოში მასშტაბური უწყვეტი პროტესტი დაიწყო, რაც დღემდე გრძელდება. მომდევნო თვეებში, ევროკავშირისკენ სვლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ასევე იმ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, რითაც „ოცნება“ დემონსტრანტებს უსწორდებოდა, ნაკრების ფეხბურთელების დიდმა ნაწილმა არაერთი პოსტი და ე.წ. სთორი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელებში. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო ბუდუ ზივზივაძე.

გააზიარე

კომენტარი

ტოპ სიახლეები

დღის სიახლეები

მეტის ნახვა
2

23 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდი იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1

ქუთაისში, კორპუსის სადარბაზოში, სადაც აფეთქება მოხდა, შესვლა კვლავ აკრძალულია - დაზარალებული 56 მოქალაქე კი სასტუმროშია გადაყვანილი

0

ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

1

ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 74 წლის ქალი კლინიკაში რჩება

1

"ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, ოქტომბერში ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო"

5

"ჯერჯერობით არ შემიძლია, ვთქვა როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა" - ექიმი აფეთქების შედეგად დაშავებულ 74 წლის ქალბატონზე

3

დავით ერემეიშვილი - ვფიქრობთ, რომ 15 ოჯახი იქნება გასაყვანი

1

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება მოხდა - დაშავდა ერთი ადამიანი