ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

sinatle media

ნინო გვიშიანი - მოვითხოვ გენერალურ პროკურორთან შეხვედრას, პასუხი აგებინეთ ყველა იმ პოლიციელს, არ გავჩერდები

საზოგადოება
02 ოქტ 2026
ტექსტის ზომა

მოვითხოვ გენერალურ პროკურორთან, გიორგი გვარაკიძესთან შეხვედრას, სხვა არავისთან. თქვენ შვილები არ გყავთ, არავის არ გყავთ შვილები? როგორ გძინავთ ღამე?, - ამის შესახებ საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი თემო ხადურის დედამ ნინო გვიშიანმა გენერალურ პროკურატურასთან განაცხადა.

მისივე თქმით, ის იბრძოლებს ბოლომდე და აქციები გაგრძელდება.

"მოვითხოვ გენერალურ პროკურორთან, გიორგი გვარაკიძესთან შეხვედრას, სხვა არავისთან. თქვენ შვილები არ გყავთ, არავის არ გყავთ შვილები? როგორ გძინავთ ღამე? როგორ გძინავთ. ჩემი სიმწრით გაზრდილი შვილი, ჩემი თემო ხადური, უსპეტაკესი ვაჟკაცი შვილი გავუზარდე მამულს. თქვენ შვილები გყავთ საერთოდ?

გამოდით და პასუხი აგებინეთ ყველა იმ პოლიციელს, სასწრაფოდ. არ გავჩერდები, აქცია გაგრძელდება, სანამ პირში სული მიდგას, იმიტომ დამტოვა ღმერთმა ცოცხალი...

ჩემი მოთხოვნაა, რომ კახაბერ ნებიერიძე, ლაშა ლაბუჩიძე, ჩარჩხალია, ლიკლიკაძე და აბჟანდაძე პასუხისგებაში იყვნენ მიცემულები. ჩემი შვილისთვის ვიბრძოლებ. სადიზმია ეს, მკვლელობა კი არა. ზუსტად იცოდნენ, კვალი როგორ გაქრებოდა, ამიტომ ჩააყუდეს ნაცემი სახით წყალში", - განაცხადა ნინო გვიშიანმა.

23 წლის თემო ხადური 2024 წლის 25 აგვისტოს გაუჩინარდა. ცხედარი 28 აგვისტოს მდინარე წაჩხურას კალაპოტში ადგილობრივებმა იპოვეს.

გააზიარე

კომენტარი

ტოპ სიახლეები

დღის სიახლეები

მეტის ნახვა
2

23 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდი იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1

ქუთაისში, კორპუსის სადარბაზოში, სადაც აფეთქება მოხდა, შესვლა კვლავ აკრძალულია - დაზარალებული 56 მოქალაქე კი სასტუმროშია გადაყვანილი

0

ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

1

ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 74 წლის ქალი კლინიკაში რჩება

1

"ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, ოქტომბერში ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო"

5

"ჯერჯერობით არ შემიძლია, ვთქვა როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა" - ექიმი აფეთქების შედეგად დაშავებულ 74 წლის ქალბატონზე

4

დავით ერემეიშვილი - ვფიქრობთ, რომ 15 ოჯახი იქნება გასაყვანი

2

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება მოხდა - დაშავდა ერთი ადამიანი