ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

sinatle media

"ნუ მიგვიყვანთ მე და ჩემს ოჯახს იმ ზომამდე, რომ ჩვენ აღვასრულოთ სამართალი"

დღის სიახლეები
131 ოქტ 2026
ტექსტის ზომა

საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი სტიქაროსნის თემო ხადურის დედა პროკურატურას რამდენიმედღიან ვადას აძლევს - ნინო გვიშიანი გვარაკიძის უწყებისგან უმოკლეს ვადებში ელოდება საბოლოო პასუხს, რა ეტაპზეა გამოძიება და როდის დაისჯებიან ის პოლიციელები, რომლებსაც ოჯახი უმძიმეს დანაშაულში ამხელს.

ნინო გვიშიანი გუშინ პროკურატურაში იყო მისული, მაგრამ შეხვედრა ისე დამთავრდა, რომ ბურუსით მოცულ საქმეზე ახალი დეტალი მისთვის არ უთქვამთ.

"მკვლელობის ფაქტს უშუალოდ ვერ ვადასტურებთ, ვინაიდან კამერები არის გამქრალი ამ კონკრეტული პირების მიერ. ნამუშევარი აქვთ უკვე და შესაბამისად, ჩემი შვილის მკვლელობის ფაქტს არავინ გადაიღებდა ახლა იქ - თემურ ხადურის ცემის ფაქტს, დევნა კი ჩანს. სამი დღის მანძილზე ჩემს შვილს ვეძებდით და დევნის შემდეგ, პოლიციელების გარდა იქ შეხება არავის არ ჰქონია ჩემს შვილთან.

თემურ ხადურის დედა დარჩა ამქვეყნად მაგისთვის, რომ ეს საქმე მიიყვანოს ბოლომდე. მე პირადად ამ სიტყვას ვამბობ, ნუ მიგვიყვანთ მე და ჩემს ოჯახს იმ ზომამდე, რომ მთელი პასუხისმგებლობა ჩვენ ავიღოთ და ჩვენ აღვასრულოთ სამართალი.

ვიცი, რომ ამ ქვეყანაში არაერთი შვილმოკლული დედა სამართალს ვეძებთ და როდისმე დადგება თუ არა სამართალი, ეს უკვე დაუჯერებელია. დაგვიმტკიცეთ ჩვენ, რომ არსებობს ამქვეყნად სამართალი, თორემ ჩვენ ვეყოფით მარტო, შვილგარდაცვლილი მშობლები. თქვენ ხალხო შვილები არ გყავთ? - ეს მაინტერესებს, როგორც გძინავთ? როგორ ხედავთ თქვენს შვილებს თვალებში? მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებ პროკურატურას მე და ჩემი ოჯახი შემდეგ  ჩვენს ქმედებებზე, რაც მოხდება. ეს არ მიიღოს ვინმემ მუქარად. მე მაგისთვის დავრჩი ცოცხალი. როგორც გინდა ისე მიიღეთ. ესენი არიან არა პოლიციელები, არამედ ფორმას ამოფარებული კრიმინალები, თერჯოლის პოლიციელები. ეს არ არის ერთი შემთხვევა, ძალიან ბევრი შემთხვევაა, უბრალოდ ჩემი შვილის შემთხვევაში არ გაუმართლათ მაგ ჯალათებს, მაგრამ აუცილებლად დაისჯებიან უმკაცრესად. მე ამ საქმეს შევეწირები", - განაცხადა ნინო გვიშიანმა "ტვ პირველთან". 

23 წლის თემო ხადური 2024 წლის 25 აგვისტოს გაუჩინარდა. ცხედარი 28 აგვისტოს მდინარე წაჩხურას კალაპოტში ადგილობრივებმა იპოვეს. ოჯახი აცხადებს, რომ 23 წლის ბიჭი პოლიციელებმა დევნის ოპერაციის დროს მოკლეს, მაგრამ სავარაუდო დამნაშავეებს არავინ ეხება.

გააზიარე

კომენტარი

ტოპ სიახლეები

დღის სიახლეები

მეტის ნახვა
2

23 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდი იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1

ქუთაისში, კორპუსის სადარბაზოში, სადაც აფეთქება მოხდა, შესვლა კვლავ აკრძალულია - დაზარალებული 56 მოქალაქე კი სასტუმროშია გადაყვანილი

0

ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

1

ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 74 წლის ქალი კლინიკაში რჩება

1

"ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, ოქტომბერში ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო"

5

"ჯერჯერობით არ შემიძლია, ვთქვა როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა" - ექიმი აფეთქების შედეგად დაშავებულ 74 წლის ქალბატონზე

4

დავით ერემეიშვილი - ვფიქრობთ, რომ 15 ოჯახი იქნება გასაყვანი

2

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება მოხდა - დაშავდა ერთი ადამიანი