ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

sinatle media

"პოლიტიკა უცვლელი რჩება, რომელიც დაფუძნებულია ნგრევასა და განადგურებაზე, ამას ჩვენ ვხედავთ გელათის, სხვადასხვა ძეგლების მაგალითზე"

საზოგადოება
029 ივლ 2026
ტექსტის ზომა

ძალიან მძიმე - ასე შეიძლება შეფასდეს ქალბატონი რუხაძის მოღვაწეობა, ისევე როგორც, ყველა წინა ოთხი მინისტრისა "ქართული ოცნების" პირობებში, - ამის შესახებ "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელმა თორნიკე ბარათაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 14 წლის მანძილზე იცვლებიან მინისტრები, მაგრამ პოლიტიკა არის ერთი - ნგრევისა და განადგურების.

"მისი გადადგომა საკმაოდ უცნაური ვერსიით მოხდა, სახელდება ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა ორი კვირის წინ ქალბატონი რუხაძე თამამ განცხადებებს აკეთებდა თავის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით და წვრილად ჰყვებოდა, რას აპირებდა, რამდენად ტიტანური გეგმებით იყო აღჭურვილი თავის გუნდთან ერთად. მის გადადგომას მოჰყვა მისი მოადგილის წასვლაც, შესაბამისად, ოფიციალური ვერსია ნაკლებად გაზიარებადია ჩვენი მხრიდან, რომ ეს რეალური ვერსიაა, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენადაც ჩვენ ვხედავთ 14 წლის მანძილზე კულტურის მინისტრების ცვლილებას, მაგრამ პოლიტიკა უცვლელი რჩება, პოლიტიკა დაფუძნებულია ნგრევასა და განადგურებაზე. ამას ჩვენ ვხედავთ გელათის, სხვადასხვა ძეგლების მაგალითზე. განადგურების შემთხვევებიც გვაქვს - დაწყებული მინისტრი გიორგაძის შემთხვევიდან საყდრისის განადგურება, ქოროღოს კოშკის განადგურება და სულ ბოლო ამბავი უშგულში ლამარიასთან რაც იყო, ეს ქალბატონი რუხაძის სამწუხარო ანგარიშზეა. ასე რომ, მის შემთხვევაშიც გრძელდებოდა ხაზი, რომელიც "ქართული ოცნების" პოლიტიკას გულისხმობს კულტურულ მემკვიდრეობის ნაწილში და ეს ხაზი იყო მკვეთრად დამძიმებული და მკვეთრად უარყოფითი. არანაირი მცდელობა, ინიციატივა გადარჩენისა არ ჰქონია.

ძალიან მძიმე - ასე შეიძლება შეფასდეს ქალბატონი რუხაძის მოღვაწეობა, ისევე როგორც, ყველა წინა ოთხი მინისტრისა "ქართული ოცნების" პირობებში", - განაცხადა თორნიკე ბარათაშვილმა.

თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის თანამდებობა 28 ივლისს დატოვა და მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

გააზიარე

კომენტარი

ტოპ სიახლეები

დღის სიახლეები

მეტის ნახვა
2

23 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდი იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1

ქუთაისში, კორპუსის სადარბაზოში, სადაც აფეთქება მოხდა, შესვლა კვლავ აკრძალულია - დაზარალებული 56 მოქალაქე კი სასტუმროშია გადაყვანილი

0

ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

1

ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 74 წლის ქალი კლინიკაში რჩება

1

"ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, ოქტომბერში ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო"

5

"ჯერჯერობით არ შემიძლია, ვთქვა როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა" - ექიმი აფეთქების შედეგად დაშავებულ 74 წლის ქალბატონზე

4

დავით ერემეიშვილი - ვფიქრობთ, რომ 15 ოჯახი იქნება გასაყვანი

2

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება მოხდა - დაშავდა ერთი ადამიანი