ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

sinatle media

“რატომ არავის სჯიან ბულვარის უხარისხოდ შესრულებულ რეაბილიტაციაზე?!”

ქუთაისი
023 ოქტ 2026
ტექსტის ზომა

მაშინ, როცა ადამიანებს ქუჩაში და ტროტუარზე დგომისთვის იჭერენ, მაინტერესებს, დადგება თუ არა იმ კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელმაც 16 მილიონი ლარი აიღო ამ ბულვარის რეაბილიტაციისთვის და ასეთი - ძალიან ცუდი შედეგი დაგვიტოვა, - ამის შესახებ "ინფო იმერეთთან" ჟურნალისტმა და აქტივისტმა ხვიჩა ვაშაყმაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქუთაისის ისტორიულ ბულვარში რეაბილიტაციის შემდეგ პრობლემებია.

"ნებისმიერი რეკრეაციული ზონა მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, მაგრამ ამ ბულვარს განსაკუთრებული მნიშვნელობა და ადგილი უჭირავს ქალაქის ისტორიაში, უამრავ ისტორიას ინახავს ქალაქის ისტორიაში.

სამწუხარო ის არის, რომ ბოლო დროს განხორციელებული ე.წ. რეაბილიტაციის გამო, ბულვარში ძალიან ბევრი პრობლემა გაჩნდა, ძალიან ბევრი ხე მოიჭრა და ძალიან ბევრი უკვე გამზადებულია მოსაჭრელად. ეს არის არასწორად ჩატარებული სამუშაოების ბრალი, რაც აქ განხორციელდა.

მოგეხსენებათ, ყოველი წვიმის დროს ბულვარში დგება წყალი და ბევრი ხე-მცენარე ვერ უძლებს ასეთ ტენიანობას, წყალში დგომას. დააკვირდებით, რამდენი ხე-მცენარე უნდა მოიჭრას, ეს არის კატასტროფა, აბსოლუტურად უცვლის ბულვარს სახეს. გულსატკენია, როცა ასეთი პროექტები ხორციელდება, კომპანიები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა შეირჩეს. კომპანია, რომელიც აგებს ასფალტს, მან შეიძლება ვერ განახორციელოს პროექტები, რომელიც რეკრეაციას უკავშირდება.

ერთიც საინტერესოა, მაშინ, როცა ადამიანებს ქუჩაში და ტროტუარზე დგომისთვის იჭერენ, მაინტერესებს, დადგება თუ არა იმ კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელმაც 16 მილიონი ლარი აიღო ამ ბულვარის რეაბილიტაციისთვის და ასეთი - ძალიან ცუდი შედეგი დაგვიტოვა", - განაცხადა ხვიჩა ვაშაყმაძემ.

ქუთაისის ბულვარის რეაბილიტაცია 15 მილიონ ლარამდე დაჯდა. სამუშაოები დათქმულ ვადებში ვერ დასრულდა, რასაც მაშინ იმ მიზეზით ხსნიდნენ, რომ რეაბილიტაცია ფუნდამენტურად მიმდინარეობდა, მონტაჟდებოდა სადრენაჟო სისტემები და ამ ყველაფერს დრო სჭირდებოდა.

ქუთაისის ისტორიული ბულვარის რეაბილიტაცია წელიწადნახევრიანი დაგვიანებით დასრულდა. წვიმის დროს წყალი ვერ გადის, რის გამოც გაზონები და ხეების ძირები დატბორილია.

ხანგრძლივად დამდგარი წყლის გამო ფესვები ლპება, ჟანგბადის გარეშე რჩება და ხეები მასობრივად ხმება. ბულვარში რამდენიმე ათეული ხე უკვე გახმა.

გააზიარე

კომენტარი

ტოპ სიახლეები

დღის სიახლეები

მეტის ნახვა
2

23 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდი იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1

ქუთაისში, კორპუსის სადარბაზოში, სადაც აფეთქება მოხდა, შესვლა კვლავ აკრძალულია - დაზარალებული 56 მოქალაქე კი სასტუმროშია გადაყვანილი

0

ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

1

ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 74 წლის ქალი კლინიკაში რჩება

1

"ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, ოქტომბერში ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო"

5

"ჯერჯერობით არ შემიძლია, ვთქვა როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა" - ექიმი აფეთქების შედეგად დაშავებულ 74 წლის ქალბატონზე

4

დავით ერემეიშვილი - ვფიქრობთ, რომ 15 ოჯახი იქნება გასაყვანი

2

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება მოხდა - დაშავდა ერთი ადამიანი