ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

sinatle media

"როგორც ჩანს, წინასწარ განსაზღვრულია, ვინ უნდა ჩაიგდოს ხელში წყალტუბოს სანატორიუმები"

წყალტუბო
115 ნოე 2026
ტექსტის ზომა

წყალტუბოში 10 ყოფილი სანატორიუმის გაყიდვის მიზნით გამოცხადებულ უშედეგო აუქციონებს ირაკლი აბესაძე ეხმაურება.

აბესაძის შეფასებით, ეს ქვეყანაში მსხვილი ინვესტიციების მიმართ ინტერესის ნაკლებობაზე მიუთითებს.

ამასთან, ის გამოთქვამს ეჭვს, რომ აუქციონების ჩაშლა შესაძლოა, წინასწარ დაგეგმილ სქემას უკავშირდებოდეს, რომლის მიზანიც სახელმწიფო ქონების შემდგომში შემცირებულ ფასად გაყიდვაა.

"წყალტუბოში 10 სანატორიუმის გასაყიდად აუქციონები არ შედგა (არავინ გამოხატა ინტერესი).

იყიდებოდა ჯამურად 433,309 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთები (მათზე მდგომი შენობებით) 49,318,000 ლარად.

რეჟიმის მტკიცებით ამ აყვავებულ ეკონომიკაში, რომ 10 აუქციონიდან არცერთი შედგა, ბევრი დასკვნის შესაძლებლობას იძლევა:

სინამდვილეში ამ ქვეყანაში არც ადგილობრივ და არც უცხოელ ინვესტორს მსხვილი კაპიტალდაბანდების ინტერესი არ აქვს (არ ვგულისხმობ მაფიოზურ/კორუფციულ გარიგებებს);

ამასთან ერთად, როგორც ჩანს, წინასწარ განსაზღვრულიცაა, ვინ უნდა ჩაიგდოს ხელში ეს ქონება, შესაბამისად არაა გამორიცხული, პირველი აუქციონები მიზანმიმართულად ჩააგდეს, რომ შემდეგ "სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად 50%-ით შემცირებული ფასით გამოვიდეს აუქციონზე და შემდეგზე კიდე უფრო მეტად შეამცირონ ანუ არც ეს 49 მილიონი გადაიხადონ ბიუჯეტში, რაც ერთი შეხედვით ისედაც საკმაოდ დაბალი ფასი ჩანს ამ ქონებისთვის.

ზუსტად ამ სქემით ჩაიგდეს ხელში თბილისში, რიყის დოქები და 15,000 კვ.მ-მდე მიწის ნაკვეთი 96 მილიონი ლარის ნაცვლად 10 მილიონ ლარად და შემდეგ ამ 10 მილიონი ლარის დიდი ნაწილი რიყის დოქების დაშლის შემდეგ მიღებული მასალების რეალიზაციით ამოიღეს. საბოლოოდ გამოვიდა, რომ სახელმწიფომ ფაქტობრივად უფასოდ გააჩუქა ეს ტერიტორია!", - წერს აბესაძე სოციალურ ქსელში.

წყალტუბოს ყოფილი სანატორიუმების შეძენით ინვესტორები კვლავ არ დაინტერესდნენ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ აუქციონზე გამოტანილი 10 ობიექტიდან ვერცერთი გაიყიდა.

აუქციონები 15 ოქტომბერს გამოცხადდა და 13 ნოემბერს დასრულდა. ათივე სანატორიუმის საერთო საწყისი ღირებულება 49 მილიონ 200 ათასი ლარი იყო. ამასთან, მყიდველებს ობიექტების განვითარებაში, ჯამში, სულ მცირე 314 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება ეკისრებოდათ.

გასაყიდ ობიექტებს შორის იყო ყოფილი სანატორიუმები „მედეა“, „მეგობრობა“, „სავანე“, „ინტურისტი“, „იმერეთი“, „აია“, „გელათი“, „გეოლოგი“, „ფილიალი“ და „რკინიგზელი“.

გააზიარე

კომენტარი

ტოპ სიახლეები

დღის სიახლეები

მეტის ნახვა
0

23 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდი იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1

ქუთაისში, კორპუსის სადარბაზოში, სადაც აფეთქება მოხდა, შესვლა კვლავ აკრძალულია - დაზარალებული 56 მოქალაქე კი სასტუმროშია გადაყვანილი

0

ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

1

ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 74 წლის ქალი კლინიკაში რჩება

1

"ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, ოქტომბერში ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო"

4

"ჯერჯერობით არ შემიძლია, ვთქვა როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა" - ექიმი აფეთქების შედეგად დაშავებულ 74 წლის ქალბატონზე

3

დავით ერემეიშვილი - ვფიქრობთ, რომ 15 ოჯახი იქნება გასაყვანი

1

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება მოხდა - დაშავდა ერთი ადამიანი