ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

sinatle media

შოვის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა

საზოგადოება
13 აგვ 2026
ტექსტის ზომა

შოვის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა. 2023 წლის 3 აგვისტოს, შოვში ღვარცოფი მოვარდა, რომელმაც 33 ადამიანი იმსხვერპლა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, სადაც ათობით ადამიანი იმყოფებოდა.

ადგილზე სამაშველო სამსახურები ღვარცოფში მოყოლილმა ადამიანებმა გამოიძახეს. მაშველებს, სტიქიის მასშტაბებიდან გამომდინარე, მუშაობა გაუჭირდათ. სამაშველო ვერტმფრენი კი შოვში მომხდარიდან სამი საათის შემდეგ ჩაფრინდა.

სტიქიის ზონიდან ვერტმფრენით 210 ადამიანი გამოიყვანეს.

ტრაგედიას შეეწირნენ: ლუკა დუდაშვილი, ანდრია დუდაშვილი, ანასტასია დუდაშვილი, ნატო ჭელიძე, მარიამ მაისურაძე, კოტე მაისურაძე, შორენა ბიჭაშვილი, მეგი გუტაშვილი, გიგი გუტაშვილი, ზაზა მესხი და მისი ცოლი ალინა პოლიკოვსკა, მათი სამი არასრულწლოვანი შვილი (ერთი მათგანის ცხედარი ამ დრომდე არ უპოვიათ), სოფი ყარალაშვილი, გიორგი ყარალაშვილი, მარინა ხორბალაძე, მანანა ჯაჭვაძე, გიორგი ხორბალაძე, ნინო კენჭაძე, სალომე ხეთაგური, გვანცა ბუბაშვილი, თემურ ჩარკვიანი, დიტო ფირცხალავა, ნიკა ჩალაძე, სამირა ისაევა, დავით ბერიაშვილი, გიორგი გოგინაშვილი, ქსენია ტრიჩევა, გენადი სულთანიშვილი, სოფო ბაკურაძე, ქეთევან ლობჟანიძე, ლევან რაზმაძე.

გააზიარე

კომენტარი

ტოპ სიახლეები

დღის სიახლეები

მეტის ნახვა
2

23 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდი იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1

ქუთაისში, კორპუსის სადარბაზოში, სადაც აფეთქება მოხდა, შესვლა კვლავ აკრძალულია - დაზარალებული 56 მოქალაქე კი სასტუმროშია გადაყვანილი

0

ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

1

ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 74 წლის ქალი კლინიკაში რჩება

1

"ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, ოქტომბერში ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო"

5

"ჯერჯერობით არ შემიძლია, ვთქვა როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა" - ექიმი აფეთქების შედეგად დაშავებულ 74 წლის ქალბატონზე

4

დავით ერემეიშვილი - ვფიქრობთ, რომ 15 ოჯახი იქნება გასაყვანი

2

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება მოხდა - დაშავდა ერთი ადამიანი