ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

sinatle media

"სპეციალისტებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად რეკომენდაციები გასცეს"

ბაღდათი
029 აგვ 2026
ტექსტის ზომა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სპეციალისტებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შემდეგ მოსალოდნელი რისკები განსაზღვრეს და ადგილზე აუცილებელი, გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად რეკომენდაციები გასცეს.

"27 აგვისტოს მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექებმა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა დასახლებაში, მეწყრული, ღვარცოფული, წყალმოვარდნითი და ეროზიული პროცესების გააქტიურება და ტერიტორიების დატბორვა გამოიწვია.

სტიქიის შედეგად მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანდა საავტომობილო გზები, ხიდები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტი. დაიტბორა მოქალაქეთა საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებით და ჰიდროლოგებით დაკომპლექტებულმა საველე ჯგუფებმა, მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, ადგილზე შექმნილი ვითარება მყისიერად შეაფასეს.

სააგენტოს სპეციალისტებმა ყველა საფრთხის შემცველი უბანი შეისწავლეს, ასევე, განსაზღვრეს მოსალოდნელი რისკები და ადგილზე გასცეს რეკომენდაციები აუცილებელი, გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად", - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

გააზიარე

კომენტარი

ტოპ სიახლეები

დღის სიახლეები

მეტის ნახვა
2

23 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდი იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1

ქუთაისში, კორპუსის სადარბაზოში, სადაც აფეთქება მოხდა, შესვლა კვლავ აკრძალულია - დაზარალებული 56 მოქალაქე კი სასტუმროშია გადაყვანილი

0

ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

1

ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 74 წლის ქალი კლინიკაში რჩება

1

"ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, ოქტომბერში ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო"

5

"ჯერჯერობით არ შემიძლია, ვთქვა როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა" - ექიმი აფეთქების შედეგად დაშავებულ 74 წლის ქალბატონზე

3

დავით ერემეიშვილი - ვფიქრობთ, რომ 15 ოჯახი იქნება გასაყვანი

1

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება მოხდა - დაშავდა ერთი ადამიანი