ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

sinatle media

თაღლითობის ბრალდებით დაკავებულ პატრულის თანამშრომელს და მის მეგობარს პატიმრობა შეეფარდათ

კრიმინალი და სამართალი
029 ივლ 2026
ტექსტის ზომა

თაღლითობის ბრალდებით დაკავებულ პატრულის ყოფილ თანამშრომელს ბექა ფუტკარაიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობა შეეფარდა დავით სიამაშვილსაც, რომელიც საქმის მასალების მიხედვით, ანალოგიური დანაშაულისთვის წარსულში სამჯერ არის ნასამართლევი.

სასამართლო პროცესზე დავით სიამაშვილმა განაცხადა, რომ ბექა ფუტკარაია დანაშაულთან კავშირში არ იყო. მისი თქმით, პატრულის ყოფილი თანამშრომელი მხოლოდ რამდენჯერმე ახლდა ქალთან შეხვედრაზე და ამ საქმიდან არანაირი სარგებელი არ მიუღია.

თავად ბექა ფუტკარაიამ სასამართლო სხდომაზე დუმილის უფლება გამოიყენა.

ქუთაისში მცხოვრები ქალი აცხადებს, რომ პატრულის მოქმედი თანამშრომლისა და მისი მეგობრის თაღლითობის მსხვერპლი გახდა. მისი თქმით, მამაკაცი სოციალურ ქსელში ბიზნესმენად გაეცნო, მოგვიანებით კი სხვადასხვა მიზეზით მისგან თანხა ისესხეს. დაზარალებულის თქმით, მათ დასახმარებლად ჯერ 6 500 დოლარი, შემდეგ კი სესხით აღებული 30 000 ლარი გადასცა, თუმცა ფული აღარ დაუბრუნეს.

გააზიარე

კომენტარი

ტოპ სიახლეები

დღის სიახლეები

მეტის ნახვა
2

23 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდი იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1

ქუთაისში, კორპუსის სადარბაზოში, სადაც აფეთქება მოხდა, შესვლა კვლავ აკრძალულია - დაზარალებული 56 მოქალაქე კი სასტუმროშია გადაყვანილი

0

ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

1

ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 74 წლის ქალი კლინიკაში რჩება

1

"ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, ოქტომბერში ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო"

5

"ჯერჯერობით არ შემიძლია, ვთქვა როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა" - ექიმი აფეთქების შედეგად დაშავებულ 74 წლის ქალბატონზე

4

დავით ერემეიშვილი - ვფიქრობთ, რომ 15 ოჯახი იქნება გასაყვანი

2

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება მოხდა - დაშავდა ერთი ადამიანი