მოძრაობა "სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის" წევრები და დაკავებულთა ოჯახები რეგიონული კამპანიის - "თავისუფლების ხმა ციხიდან" ფარგლებში ამჯერად ჭიათურაში იმყოფებიან.
პატიმრების ოჯახის წევრები მოსახლეობას ქუჩებში შეხვდნენ და გაესაუბრნენ.
მათ ადგილზე მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე და დაკავებული მაღაროელების ოჯახის წევრები დახვდნენ.
ისევე როგორც სხვა ქალაქებში სტუმრობისას, მათ მოქალაქეებს ჭიათურაშიც გაზეთები - "თავისუფლების ხმა ციხიდან“ და "საკანი 101“ დაურიგეს.
მშობლების განცხადებით, ჭიათურაში დედებმა მათი გულისტკივილი გულთან ახლოს მიიღეს.












კომენტარი