ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

sinatle media

თერჯოლაში რამდენიმე მოქალაქეს მიწას იძულებით ჩამოართმევენ

თერჯოლა
015 მარ 2026
ტექსტის ზომა

თერჯოლაში მოქალაქეებს მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს იძულებით ჩამოართმევენ. ეკონომიკის მინისტრის ბრძანების თანახმად, ექსპროპრიაცია განხორციელდება 34 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელსაც 4 თანამესაკუთრე ჰყავს.

დოკუმენტით ირკვევა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ექცევა E-60 ავტომაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის ზემოქმედების არეალში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და მესაკუთრეებს შორის გამოსყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა, რის შემდეგაც ეკონომიკის სამინისტრომ დეპარტამენტს ექსპროპრიაციის უფლება მისცა.

„E-60 ავტომაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის საწყისი წერტილია სოფელი არგვეთა. შემდგომ გზა კვეთს სოფელ არგვეთას, სიქთარვას, ბარდუბანს, ქვემო სიმონეთს, რომლებიც მდებარეობს ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში. საავტომობილო გზის მონაკვეთი მთავრდება სოფელ ნახშირღელეს შესასვლელთან, ქუთაისის შემოვლითი გზის დასაწყისთან. გზა კვეთს მდინარე ჩოლაბურს, ჩხარას, ძირულას, ასევე, რამდენიმე ღელესა და ხეობას.

საწყისი მონაკვეთი კვეთს ზესტაფონის მუნიციპალიტეტს, შემდეგ მიუყვება ტერიტორიას, რომელიც სრულად მდებარეობს თერჯოლის მუნიციპალიტეტში. აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელების შემდგომ, აღნიშნულ მონაკვეთზე, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდა მიწის ნაკვეთების რეგისტრაციები, რომლებიც ასევე მოექცა ხსენებული პროექტის ზემოქმედების ფარგლებში. შესაბამისად, საჭირო გახდა დამატებით მცირე მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა.

პროექტის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. ამასთან, პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მოქალაქეების – ბესიკ უკლებას, დარეჯან უკლებას, მარინა უკლებას და ჯემალ ჯონის ძე უკლებას თანასაკუთრებაში არსებული, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ეწერში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3168 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილის – 34 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე“, - აღნიშნულია მარიამ ქვრივიშვილის ბრძანებაში.

ინფორმაციისთვის, ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის ვადაში.

გააზიარე

კომენტარი

ტოპ სიახლეები

დღის სიახლეები

მეტის ნახვა
2

23 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდი იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1

ქუთაისში, კორპუსის სადარბაზოში, სადაც აფეთქება მოხდა, შესვლა კვლავ აკრძალულია - დაზარალებული 56 მოქალაქე კი სასტუმროშია გადაყვანილი

0

ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

1

ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 74 წლის ქალი კლინიკაში რჩება

1

"ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, ოქტომბერში ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო"

5

"ჯერჯერობით არ შემიძლია, ვთქვა როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა" - ექიმი აფეთქების შედეგად დაშავებულ 74 წლის ქალბატონზე

3

დავით ერემეიშვილი - ვფიქრობთ, რომ 15 ოჯახი იქნება გასაყვანი

1

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება მოხდა - დაშავდა ერთი ადამიანი