ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

sinatle media

"წყალს ვითხოვთ, მეტს ხომ არაფერს" - სოფელ რიონის მოსახლეობის პროტესტი წყალტუბოს მერიასთან

დღის სიახლეები
26 ნოე 2026
ტექსტის ზომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიასთან სოფელ რიონის მოსახლეობა შეიკრიბა.

ადგილობრივები სოფელში სასმელი წყლის არარსებობას აპროტესტებენ.

მოსახლეობა "ინფო იმერეთთან" აცხადებს, რომ 2022 წელს ბიუჯეტიდან თანხა გამოიყო, ფული დაიხარჯა, მილები გაიყვანეს, თუმცა მათ სახლებამდე სასმელი წყალი არ მისულა.

"ახლა წესით სოფელში წყალი უნდა გვქონდეს, ბიუჯეტიდან ფული დახარჯეს, მაგრამ რამდენად მიზნობრივად თქვენც მიხვდებით. რომ წვიმს გვიხარია, იმიტომ, რომ ჟოლობები სასმელი წყლის "ბაკებზე" გვაქვს დაერთებული. 21-ე საუკუნეში, ქუთაისიდან 8 კმ-ში, თუ შეიძლება სოფელი სასმელ წყალზე ოცნებობდეს?!" - აცხადებენ ადგილობრივები.

"ინფო იმერეთი" წყალტუბოს მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა.

მომზადებულია სატენდერო დოკუმენტაცია და მომავალ კვირას გამოცხადდება ტენდერი წყლის ახალი საწნეო მაგისტრალის მოწყობაზე.

სატენდერო ღირებულება არის 437770 ლარი. ელექტრონული შესყიდვის პროცედურების დასრულების შემდეგ მოხდება სამუშაოების დაწყება. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია სოფელ რიონის მოსახლეობა", - აცხადებენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში.

გააზიარე

კომენტარი

ტოპ სიახლეები

დღის სიახლეები

მეტის ნახვა
2

23 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდი იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1

ქუთაისში, კორპუსის სადარბაზოში, სადაც აფეთქება მოხდა, შესვლა კვლავ აკრძალულია - დაზარალებული 56 მოქალაქე კი სასტუმროშია გადაყვანილი

0

ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

1

ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 74 წლის ქალი კლინიკაში რჩება

1

"ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, ოქტომბერში ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო"

5

"ჯერჯერობით არ შემიძლია, ვთქვა როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა" - ექიმი აფეთქების შედეგად დაშავებულ 74 წლის ქალბატონზე

3

დავით ერემეიშვილი - ვფიქრობთ, რომ 15 ოჯახი იქნება გასაყვანი

2

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება მოხდა - დაშავდა ერთი ადამიანი