ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

sinatle media

წყალტუბოში 10 ყოფილ სანატორიუმს აუქციონზე ყიდიან

წყალტუბო
219 ოქტ 2026
ტექსტის ზომა

სანატორიუმები წყალტუბოში აუქციონზე გაიტანეს. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ყოფილი სანატორიუმებისთვის ინვესტორებს ეძებს.

15 ოქტომბერს სახელმწიფომ გასაყიდად 10 მიწის ნაკვეთი გამოიტანა, მათზე განთავსებული შენობებითა და დამხმარე ნაგებობებით. ქონების ჯამური საწყისი ღირებულება 50 მილიონ ლარს აღწევს.

აუქციონზე გამოტანილია შემდეგი ობიექტები:

ყოფილი სანატორიუმი „მეგობრობა“ – საწყისი ფასი 8 774 000 ლარი;

ყოფილი სანატორიუმი „მედეა“ – საწყისი ფასი 8 502 000 ლარი;

ყოფილი სანატორიუმი „რკინიგზელი“ – საწყისი ფასი 6 565 000 ლარი;

ყოფილი სანატორიუმი „იმერეთი“ – საწყისი ფასი 4 644 000 ლარი;

ყოფილი სანატორიუმი „წყალტუბო“ – საწყისი ფასი 4 201 000 ლარი;

ყოფილი სანატორიუმი „ფილიალი“ – საწყისი ფასი 4 039 000 ლარი;

ყოფილი სანატორიუმი „აია“ – საწყისი ფასი 3 701 000 ლარი;

ყოფილი სანატორიუმი „სავანე“ – საწყისი ფასი 3 514 000 ლარი;

ყოფილი სანატორიუმი „გელათი“ – საწყისი ფასი 2 838 000 ლარი;

ყოფილი სანატორიუმი „გეოლოგი“ – საწყისი ფასი 2 540 000 ლარი.

აუქციონები 2026 წლის 13 ნოემბერს უნდა დასრულდეს. 

გააზიარე

კომენტარი

ტოპ სიახლეები

დღის სიახლეები

მეტის ნახვა
2

23 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდი იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1

ქუთაისში, კორპუსის სადარბაზოში, სადაც აფეთქება მოხდა, შესვლა კვლავ აკრძალულია - დაზარალებული 56 მოქალაქე კი სასტუმროშია გადაყვანილი

0

ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

1

ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 74 წლის ქალი კლინიკაში რჩება

1

"ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, ოქტომბერში ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო"

5

"ჯერჯერობით არ შემიძლია, ვთქვა როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა" - ექიმი აფეთქების შედეგად დაშავებულ 74 წლის ქალბატონზე

3

დავით ერემეიშვილი - ვფიქრობთ, რომ 15 ოჯახი იქნება გასაყვანი

1

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება მოხდა - დაშავდა ერთი ადამიანი