ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

sinatle media

უკრაინაში დაღუპული მამუკა კეკელია ტყიბულში სამხედრო პატივით დაკრძალეს

ტყიბული
010 მარ 2026
ტექსტის ზომა

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მამუკა კეკელია ტყიბულში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

მანამდე ტყიბულის ცენტრში, წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა, სადაც გარდაცვლილს პატივი მიაგეს და ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელმა და დაღუპულის მეგობრებმა და ახლობლებმა.

მამუკა კეკელია უკრაინაში, რუსების წინააღმდეგ იბრძოდა და თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა.

ის უკრაინაში 2022 წლის აპრილში, ომის დაწყებიდან მალევე ჩავიდა. იმავე წელს ერთ-ერთი ბრძოლისას დაიჭრა, რეაბილიტაციის კურსი საფრანგეთში გაიარა, თუმცა, ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ იყო, კვლავ უკრაინაში დაბრუნდა.

54 წლის მამუკა კეკელია 2024 წლის 26 ოქტომბერს დონეცკის ოლქის მიმართულებით, ქალაქ მარინკას მიმდებარე ტერიტორიაზე, ჭურვის აფეთქების შედეგად დაიღუპა. ცხედრის გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა.

გააზიარე

კომენტარი

ტოპ სიახლეები

დღის სიახლეები

მეტის ნახვა
2

23 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდი იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1

ქუთაისში, კორპუსის სადარბაზოში, სადაც აფეთქება მოხდა, შესვლა კვლავ აკრძალულია - დაზარალებული 56 მოქალაქე კი სასტუმროშია გადაყვანილი

0

ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

1

ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 74 წლის ქალი კლინიკაში რჩება

1

"ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, ოქტომბერში ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო"

5

"ჯერჯერობით არ შემიძლია, ვთქვა როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა" - ექიმი აფეთქების შედეგად დაშავებულ 74 წლის ქალბატონზე

3

დავით ერემეიშვილი - ვფიქრობთ, რომ 15 ოჯახი იქნება გასაყვანი

1

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება მოხდა - დაშავდა ერთი ადამიანი