საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული მებრძოლის იაგო ბზიკაძის ნეშტი 33 წლის შემდეგ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრაში დაკრძალეს.

წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში გმირის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი მამა დავითმა გადაიხადა.

გმირის დედის მაყვალა სილაგაძის განცხადებით, 21 წლის იაგო ბზიკაძე აფხაზეთის ომში სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ მოხალისედ წავიდა და სოხუმის დაცემამდე სამშობლოს ერთგულად იცავდა.

იაგო ბზიკაძე სოფელ გუმბრის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.