ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ახალშობილთა ოჯახების დახმარების ოდენობა იზრდება.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახებისთვის, რომლებშიც ახალშობილი დაიბადება, ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაცემის წესში ცვლილებები შედის.
ახალი წესის მიხედვით:
• პირველი ბავშვის შეძენისას ოჯახი მიიღებს - 500 ლარს;
• მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში - 500 ლარს;
• მესამე და მეოთხე ბავშვის შემთხვევაში - 1000 ლარს;
• მეხუთე და ყოველი მომდევნო ბავშვის შემთხვევაში - 2000 ლარს.