ასეთი ოჯახი განწირულია? ასეთი უმოწყალო სიტყვები, ასეთი მკაცრი განაჩენი - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო მესამის განცხადებას, რომ თუ ოჯახში „მძიმე ცოდვა ტრიალებს“, როგორიც მაგალითად, არის აბორტი, "ასეთ საფუძველზე ოჯახი ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს” და „ასეთი ოჯახი განწირულია“
"ასეთი ოჯახი განწირულია? ასეთი უმოწყალო სიტყვები, ასეთი მკაცრი განაჩენი… იმედს რომ არ ტოვებს, არც ღვთის უზომო სიყვარულისა, არც ადამიანის რწმენით გადარჩენის???!!!", - წერს ზურაბიშვილი.