მთავრობამ 2026 წლის ბიუჯეტიდან სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის გამოსაყოფი თანხის მოცულობა კიდევ 2 050 000 ლარით 43 256 650 ლარამდე, მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი კი 25-მდე გაიზარდა.

ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი 7 მაისით დათარიღებული დოკუმენტით ცვლილება 29 იანვრის 222-ე განკარგულებაში შევიდა. დოკუმენტში აღნიშნული არ არის კონკრეტულად რომელი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას მოხმარდება ფინანსური რესურსი.

თებერვლის შემდეგ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის თანხა და მუნიციპალიტეტების რაოდენობა 5-ჯერ დაკორექტირდა.

ახალი განკარგულების მიხედვით, 43.2 მლნ ლარი 25 მუნიციპალიტეტზე გადანაწილდება და ყველაზე მეტ თანხას ამ დროისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი მიიღებს. მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი ასეთია:

ა) ბაღდათის მუნიციპალიტეტი - 2.4 მლნ ლარი;

ბ) სამტრედიის მუნიციპალიტეტი - 125 ათასი ლარი;

გ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი - 8 მლნ ლარი;

დ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - 6.8 მლნ ლარი;

ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი - 4.8 მლნ ლარი;

ვ) ცაგერის მუნიციპალიტეტი - 2 მლნ ლარი;

ზ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტი - 2.4 მლნ ლარი;

თ) ქუთაისის მუნიციპალიტეტი - 1.3 მლნ ლარი;

ი) საჩხერის მუნიციპალიტეტი - 2.8 მლნ ლარი;

კ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტი - 1.4 მლნ ლარი;

ლ) ხაშურის მუნიციპალიტეტი - 270 ათასი ლარი;

მ) ჭიათურის მუნიციპალიტეტი - 452 ათასი ლარი;

ნ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტი - 415 ათასი ლარი;

ო) ახალციხის მუნიციპალიტეტი - 230 ათასი ლარი;

პ) ლენტეხის მუნიციპალიტეტი - 950 ათასი ლარი;

ჟ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტი - 515 ათასი ლარი;

რ) ყვარლის მუნიციპალიტეტი - 2.1 მლნ ლარი;

ს) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი - 500 ათასი ლარი;

ტ) მესტიის მუნიციპალიტეტი - 305 ათასი ლარი;

უ) მარტვილის მუნიციპალიტეტი - 259 ათასი ლარი;

ფ) სენაკის მუნიციპალიტეტი - 1.4 მლნ ლარი;

ქ) მცხეთის მუნიციპალიტეტი - 1.2 მლნ ლარი;

ღ) დუშეთის მუნიციპალიტეტი - 435 ათასი ლარი;

ყ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტი - 780 ათასი ლარი;

შ) თიანეთის მუნიციპალიტეტი - 1.2 მლნ ლარი;

ამასთან, 29 იანვრის განკარგულების მიხედვით, სტიქიების შედეგების ლიკვიდაციისთვის გამოყოფილი თანხებიდან, მორჩენილი ეკონომია სხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებზე უნდა დახარჯონ.