მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მუზეუმების ღვაწლმოსილი და წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვეს. 

მადლობის სიგელები იმ თანამშრომლებს გადაეცათ, რომლებიც  წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებიან მუზეუმს.

დღესვე, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში მოეწყო ქართული ეროვნული სამოსის გამოფენა, სადაც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის პროგრამების - "მოდის ტექნოლოგია და დიზაინი" და "სამკერვალო წარმოება" სტუდენტთა მიერ შექმნილი ეროვნული სამოსი წარადგინეს.