“საგაზაფხულო ფლიმარკეტი სინათლისთვის” ონლაინმედიების მხარდამჭერი ღონისძიებაა, რომელიც უკვე მეორედ, ამჯერად 30-31 მაისს, ილიას ბაღში მდებარე Slink Cafe-ში გაიმართება.

ფლიმარკეტი სინათლისთვის არის სოლიდარობის სივრცე, სადაც ნივთები ახალ სიცოცხლეს პოულობენ - სტუმრები კი, დამოუკიდებელი მედიის გაძლიერებაში იღებენ მონაწილეობას.

საგაზაფხულო ფლიმარკეტი დიუშენით დაავადებული ბავშვების ოჯახების მხარდასაჭერიცაა - შეგროვილი თანხის 10% მათთან გადაირიცხება.

ფლიმარკეტი ორდღიანია. იმისთვის რომ სტუმრებმა სრულად შეიგრძნონ ღონისძიების განწყობა, შესაძლებელია ერთ დღეს მონაწილის, ხოლო მეორე დღეს კი ღონისძიებაზე სტუმრის სტატუსით დასწრება. 

ფლიმარკეტზე ყიდვა-გაყიდვასთან ერთად, სტუმრებს დახვდებათ ცოცხალი მუსიკა, საბავშვო გასართობები, საქველმოქმედო აუქციონი, გემრიელი საკვები და სხვა დასამახსოვრებელი აქტივობები.

ონლაინმედიების მხარდასაჭერად და სინათლის გასაძლიერებლად ფლიმარკეტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა განაცხადის შევსება.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 25 მაისი.