6 წლისთავზე ერთ კონკრეტულ შეკითხვაზეც კი არ არის პასუხი რა ტიპის გადახურვა გვექნება გელათში, ერთ ან მეორე ტაძარში, - ამის შესახებ "ინფო იმერეთთან" "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელმა თორნიკე ბარათაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, უამრავი შეკითხვა არსებობს, მათ შორის კონცეფციასთან და ძირითადი ტაძრის სახურავის მოწყობასთან დაკავშირებით.
თორნიკე ბარათაშვილის თქმით, ამ დრომდე პრობლემად რჩება საჯაროობა რა სამუშაოები მიმდინარეობს და რა ვადებში შეიძლება დასრულდეს.
"დღესდღეობით გელათში მიმდინარეობს სამუშაო პროცესი როგორც გვიხსნიან და რა თქმა უნდა, პრობლემად რჩება საჯაროობის მიმართულება, იმიტომ, რომ ერთადერთი წყარო, საიდანაც ჩვენ ვიგებთ თუ რა ხდება, არის ის წყარო, რომელიც იქ მუშაობს. ასე რომ, ეს ყოველთვის პრობლემა იყო, რამდენადაც გვაქვს უარყოფითი პრაქტიკა, როდესაც ვიღაცები ენდობოდნენ იმ მხარეებს, რომლებიც ადგილზე მუშაობდნენ, მერე აღმოჩნდებოდა ხოლმე, რომ მთლად ისე არ არის საქმე, როგორც გვიყვებიან. ამიტომ ეს პრობლემა ისევ წინაღობაა, მაგრამ თუ დავუჯერებთ იმ ვერსიას, რასაც გვიზიარებენ, იქ მიმდინარეობს სამუშაო პროცესი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც არის უამრავი შეკითხვა, ვადებთან, გრაფიკთან დაკავშირებით.
ჩვენ ახლა მოვისმინეთ ფრაზა "გადაუდებელი სამუშაო" კედლის მხატვრობაზე და 6 წელია, ეს პროცესი მიმდინარეობს და გადაუდებელი სამუშაო შეიძლებოდა, რაღაცას დარქმეოდა, მაგალითად, 2020 წელს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით მაშინ არსებულ ვითარებაზე, მაშინვე ვამბობდით, რომ შემავსებელი, რომელიც არის გელათის ორივე ტაძარში მოხატულში, მნიშვნელოვანია, რომ ორივეს ხაზი გაესვას ამ შემთხვევაში, არის სველი, 6 წლის თავზე პირველად დაგვიდასტურეს, რომ მოხსნეს გარკვეული ფრაგმენტები 5 ადგილზე, ძირითად ტაძარს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში და აღმოჩნდა, რომ მართლაც სველია იქ შემავსებელი მასალა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღემდე მისი უარყოფითი გავლენა ინტერიერში არსებულ კედლის მხატვრობაზე, არის აბსოლუტური.
უამრავი შეკითხვაა რატომ კეთდება ეს ახალ, რატომ მანდამდე არ გაკეთდა. წმინდა გიორგი ეკლესიასთან დაკავშირებით, იგივე იდენტური პრობლემების მქონე ძეგლზე საერთოდ არ გვაქვს დროებითი გადახურვა. მიუხედავად იმისა, რომ საინჟინრო თვალსაზრისით ეს გაცილებით მარტივი ამოცანა არის, მიუხედავად იმისა, რომ იკომოსი ითხოვს ამას აქამდეც, დროებითი გადახურვა დღემდე არ არსებობს, თუმცა გვეუბნებიან, რომ ოქტომბრიდან იქ დაიწყება ჩარევა საკონსერვაციო და სარესტავრაციო, შესაბამისად, ჩნდება შეკითხვა, აქამდე რას აკეთებდა ეს ჯგუფი, შეიძლება, პასუხი იყოს, რომ აქამდე კვლევებს აკეთებდა, მაგრამ როცა დროებითი გადახურვა არ გვაქვს, ბოლომდე არ არის დაზღვეული შემავსებელი მასალის ან გარეგანი ნალექების, ამ შემთხვევაში წმინდა გიორგის ეკლესიაზე გავლენა ინტერიერზე, მაშინ როგორ შეიძლება დავიწყოთ საკონსერვაციო და სარესტავრაციო პროცესი უშუალოდ კედლის მხატვრობაზე. 6 წლის მანძილზე მიმდინარე დანაკარგებს რომ ფაქტად ვხედავთ, როდის უნდა მორჩეს ეს ამბავი, რომ დაისვას სადღაც წერტილი, როცა იტყვიან, რომ დანაკარგები აღარ გვაქვს და აღარ გვექნება.
უამრავი შეკითხვა არსებობს, მათ შორის კონცეფციასთან დაკავშირებით, ძირითადი ტაძრის სახურავის მოწყობასთან დაკავშირებით. 2023 წლის აპრილიდან მუშაობს მხოლოდ ბოლო ჯგუფი, მანამდე კიდევ რამდენიმე ჯგუფი მუშაობდა გელათში.
6 წლისთავზე ერთ კონკრეტულ შეკითხვაზეც კი არ არის პასუხი რა ტიპის გადახურვა გვექნება ერთ ან მეორე ტაძარში", - განაცხადა თორნიკე ბარათაშვილმა.