ქუთაისში, ჯაჭვის ხიდის მიმდებარედ სკვერი მოუვლელია. ტერიტორია ბალახით არის დაფარული, რომელიც ძელსკამებს თითქმის ფარავს.

შესაბამის ფოტო მასალას ფოტოგრაფი და სამოქალაქო აქტივისტი არჩილ გეგენავა ავრცელებს.

"ამ გაკეთებულ სკვერს თუ მოუვლიან და ასე ტყედ არ გადააქცევენ, ცუდი არ იქნება", - აცხადებს არჩილ გეგენავა.