ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ქუთაისელი ამირან (ამიკო) ჩხიროძის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაღუპულის მეგობრების თქმით, შემთხვევა ინდიანაში მოხდა.

დამატებითი დეტალები ავარიის გარემოებების შესახებ ამ ეტაპზე უცნობია.

ამირან (ამიკო) ჩხიროძე წარმოშობით ქუთაისიდან იყო.