ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი "ოცნების" განათლების რეფორმას იწონებს და გამოქვეყნებულ პოსტს კომენტარების დაწერის ფუნქციას უზღუდავს.
"განათლების რეფორმა თანამედროვე უნივერსიტეტების განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ეფუძნება შრომის ბაზრის ანალიზს, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების გაუმჯობესებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას.
განათლების რეფორმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქმნის საფუძველს ინსტიტუციური მდგრადობის, ხარისხის ზრდისა და წარმატებაზე ორიენტირებული განათლების სისტემის ჩამოყალიბებისთვის.
სწორად დაგეგმილი და თანმიმდევრულად განხორციელებული რეფორმები უნივერსიტეტს აქცევს არა მხოლოდ სასწავლო, არამედ კვლევითი და რეგიონული განვითარების სტრატეგიულ ცენტრად", - წერს უნივერსიტეტი პოსტში.