"სისხლის სამართლის საქმე აღმიძრეს, ვიღებ მილოცვებს", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პედაგოგი სოფიო როინიშვილი წერს.
ოქმში, რომელიც როინიშვილს ჩაბარდა, წერია, რომ მისი 9 თებერვლის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
"სასამართლო მიიჩნევს, რომ სოფიო როინიშვილის მიმართ 2026 სამართლებრივი გარემოებებიდან წლის 9 თებერვლის Nაკ 000067433 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც სოფიო როინიშვილის მიმართ დაწყებული N4/1128-26 სამართალდარღვევის საქმის წარმოება უნდა შეწყდეს და შემდგომი ადმინისტრაციული რეაგირებისათვის გადაეცეს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტს.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-8, 174-ე, 232-ე, 238-ე, 264-ე, 266-ე-268-ე, 271-ე და 279-ე მუხლებით", - წერია ოქმში.
სოფიო როინიშვილი გასული წლის ოქტომბერში გზის გადაკეტვის ბრალდებით ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნეს. მაშინ ის პოლიციაში თავად მივიდა და დაკავება ითხოვა.