სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა სამტრედიაში ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლის ფაქტები გამოავლინეს.
იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს ფიზიკური პირი ნ. თ.-ს არალეგალურ სასაკლაოზე (მის: დიდგორის მე-3 შეს #17, სამტრედია). ობიექტი საქმიანობდა სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, რის გამოც დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
"ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ზრდის ზოონოზური დაავადებების (ჯილეხი, ბრუცელოზი და სხვა) გავრცელებისა და მოწამვლის რისკებს. სააგენტო კიდევ ერთხელ აფრთხილებს ფიზიკურ პირებს, არ დაკლან ცხოველი თვითნებურად, კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე", - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.