ქუთაისში, მწვანეყვავილას ქუჩაზე, “ჭალას” დასახლებაში კლდის ფერდი ჩამოიშალა.
საფრთხის დონიდან გამომდინარე, საპატრულო პოლიციის მიერ გადაიკეტა გზის აღნიშნული მონაკვეთი.
ადგილობრივების თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, რომ პერიმეტრზე კლდიდან ქვები ცვივა, ხელისუფლებას პერიოდულად საქმის კურსში აყენებენ, თუმცა უშედეგოდ.
მოსახლეობას გადაადგილება შეუძლია ალტერნატიული გზებით.
გზის ამ მონაკვეთზე, გეოლოგიური დასკვნის მიღების შემდეგ, გაწმენდითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.