სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

"ინფო იმერეთის" ინფორმაციით, დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამტრედიის „ჯეო ჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს.

მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევა გუშინ მოხდა.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.