თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დაღუპული ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითის მკვიდრის ზაზა ვაშაყმაძეა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილში ორი პირი იმყოფებოდა. ერთ-ერთი მათგანი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.