ყველაფერი ზუგდიდიდან დაიწყო, შეხვედრებით ახალგაზრდებთან და ქალთა ჯგუფებთან, სადაც ციფრულ ყოველდღიურობაზე საუბარმა სწრაფად გამოაჩინა უხილავი საფრთხეები. ქალთა ფონდი "სოხუმის“ მულტიმედიური სტატია გვიყვება, როგორ გადაიზარდა ეს დიალოგი ფართო პროცესად და მოაღწია იმერეთამდეც, სადაც ინტერნეტი ბევრისთვის ერთდროულად კომუნიკაციისა და რისკის სივრცეა.
ვორქშოფებზე მონაწილეები სწავლობდნენ, როგორ ამოიცნონ ფიშინგი, დაიცვან პირადი მონაცემები, სწორად მართონ პაროლები და როგორ უპასუხონ ონლაინ შევიწროებას. ყველაზე მნიშვნელოვანი კი იყო გააზრება, რომ ძალადობა მხოლოდ ფიზიკური არ არის და მისგან დაცვა შესაძლებელია.
მონაწილეთა ხმები
"აქამდე მეგონა, ეს ყველაფერი უბრალოდ ონლაინ ხდებოდა. ახლა ვიცი, რომ შეიძლება მართლა საფრთხე იყოს".
"ვორქშოფის დროსვე შევცვალე პაროლი. მივხვდი, რომ ჩემი ანგარიში ძალიან მარტივად შეიძლებოდა გაეტეხათ“.
"ყველა ლინკზე აღარ შევალ, თუნდაც ნაცნობმა გამომიგზავნოს“.
"ახლა ვიცი, რომ თუ ვინმე მაწუხებს ონლაინ, შემიძლია დავბლოკო და ეს ნორმალურია“.
"სანამ რამეს გავაზიარებ, ჯერ შევამოწმებ. შეიძლება სხვას ვავნო“.
ეს ხმები აჩვენებს მთავარ ცვლილებას: ონლაინ უსაფრთხოება მონაწილეებისთვის პირადი პასუხისმგებლობის ნაწილად იქცა. ზუგდიდიდან დაწყებული გზა იმერეთამდე გვახსენებს, რომ ცოდნა ნელ-ნელა ქმნის დაცულ ციფრულ სივრცეს.
მულტიმედიური სტატია: https://fsokhumi.blog/medialiteracy
გვემეგობრე:
👉 www.fsokhumi.ge
👉@wfsukhumi (Instagram, Tik Tok); WFSTbilisiOffice (Facebook)