რიკოთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
როგორც ადგილზე მყოფები "ინფო იმერეთს" უცხადებენ, მსუბუქი ავტომობილი სავარაუდოდ, ბორდიურს შეეჯახა, რის შემდეგადაც მანქანა ინერციით დატრიალდა.
"სავარაუდოდ, ბორდიურს დაეჯახა და დატრიალდა, რამდენიმე წუთის მომხდარია ჯერ საპატრულო და სასწრაფოც არ მოსულა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არაა“, - უთხრა "ინფო იმერეთს" თვითმხილველმა.
ადგილზე მოძრაობა შეფერხებულია.