ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურა დაზიანებულია.
ჩავარდნილი საკანალიზაციო ჭა მოძრაობისთვის საფრთხეს ქმნის.
"სურათში იმდენად არ ჩანს, თუმცა გზა ძალიან არის ჩავარდნილი. მძღოლები დაზიანებას მოულოდნელად ხედავენ და არიდებას ცდილობენ, რაც საავარიო სიტუაციებს ქმნის“, - გვწერს ადგილობრივი მცხოვრები და "ინფო იმერეთს“ პრობლემის გაშუქებას სთხოვს.