"ბაღდათის განვითარების ფონდი“, რომელიც ბიზნესმენ თემურ კოხოძის დაფუძნებულია, ადგილობრივი ახალგაზრდების განათლების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად ფონდმა უმაღლესი განათლების ეტაპზე მყოფ 6 სტუდენტს სწავლის ღირებულება დაუფინანსა. ამ მიზნით ფონდის ბიუჯეტიდან 15 165 ლარი გამოიყო.
ინიციატივის ფარგლებში დაფინანსდნენ ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები: ლიანა კბილაშვილი, მარგალიტა კბილაშვილი, ბარბარე ბახტიძე, ნუგზარ ორბელაძე, ვახტანგ ფურცელაძე, ანა ფურცელაძე.
განათლების ხელშეწყობა „ბაღდათის განვითარების ფონდის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბიზნესმენ თემურ კოხოძის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია მუდმივად ახორციელებს ისეთ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს რეგიონში ცოდნის დონის ამაღლებას, ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებასა და მდგრადი საზოგადოების ფორმირება.
ასეთი მხარდაჭერა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, უფრო თავისუფლად გააგრძელონ სწავლა, ფინანსური შეზღუდვების გარეშე, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს ბევრად კვალიფიციური კადრების მომზადებას რეგიონში და, შესაბამისად, ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას.
მსგავსი ინიციატივების გაგრძელებას ბიზნესმენი თემურ კოხოძე მომავალშიც გეგმავს.