იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი რამაზ თათარაშვილი შიდა ქართლის პოლიციის უფროსად გადაიყვანეს.

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა კი  მაიზერ ხვარეშიამ დაიკავა.

აღნიშნული ცვლილების შესახებ "ინფო იმერეთი" ჯერ კიდევ გუშინ წერდა.

მაიზერ ხვარეშია წლების წინ ქუთაისის პოლიციის სამმართველოს უფროსი იყო, ბოლო პერიოდში ის, აჭარის პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.