შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა და თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი პოლიციის პოლკოვნიკი მაიზერ ხვარეშია წარუდგინა.
იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი რამაზ თათარაშვილი შიდა ქართლის პოლიციის უფროსად გადაიყვანეს.
აღნიშნული ცვლილების შესახებ "ინფო იმერეთი" ჯერ კიდევ გუშინ წერდა.
მაიზერ ხვარეშია წლების წინ ქუთაისის პოლიციის სამმართველოს უფროსი იყო, ბოლო პერიოდში ის, აჭარის პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.