სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ჭიათურაში, სოფელ კალაურში კვების ობიექტი "სამიკიტნო" გეგმურად შეამოწმეს.
ინსპექტირებისას ობიექტზე დაფიქსირდა არაერთი კრიტიკული შეუსაბამობა: გამწოვი სისტემის გაუმართაობა; არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია; ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლა მიმდებარე ტერიტორიაზე.
"გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა კანონმდებლობის და სურსათის უვნებლობის დადგენილი მოთხოვნების დაცვით განახორციელონ", - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.