ჰონკონგში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა სანდრო ბაზაძემ ხმლით ასპარეზობაში გამოსვლა მეხუთე ადგილზე დაასრულა.
ქართველი ნახევარფინალში გადასასვლელად სამხრეთკორეელ გუენდენგ დოსთან 11:15 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრები წლის ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირზე ასეთი შემადგენლობით გამოვიდა: სანდრო ბაზაძე (ხმალი), გიორგი ურუშაძე (ხმალი), ალექსანდრე თავართქილაძე (ხმალი), ალექსანდრა კუვაევა (ხმალი), თამილა მურიდოვა (დაშნა).