ელენე საყვარელიძე - ქართველი მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი.

დაიბადა ქუთაისში 1924 წლის 26 დეკემბერს. 1942 წელს დაამთავრა თბილისის მე-15 საშუალო სკოლა. 1946 წელს კი საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი, 1971 წელს - იმავე ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი.

1970–1991 წლებში თბილისის საესტრადო ხელოვნების სასწავლებელში კითხულობდა მსახიობის ოსტატობისა და მეტყველების კურსს.

1946–1953 წლებში მუშაობდა სოხუმის თეატრის ქართულ დასში, ხოლო 1954 წლიდან თბილისის რუსთაველის თეატრში.

შესრულებული აქვს როლები ფილმებში - "ბედნიერი შეხვედრა", (მასწავლებელი); "შეხვედრა წარსულთან" (ექთანი), "ქალაქი ადრე იღვიძებს"; "დიდოსტატის მარჯვენა"; "სემირამიდას ბაღები"; "დათა თუთაშხია" (ივლიტა).

გარდაიცვალა 2006 წელს, 81 წლის ასაკში.

ფოტოზე: ნათელა ურუშაძე, ელენე საყვარელიძე, მედეა ჩახავა და გოგი გეგეჭკორი.