დატბორილი სახლები, ეზოები, საკარმიდამო მიწები, წაქცეული ღობეები, დაზიანებული ავეჯი და ტექნიკა - ასეთი ვითარებაა ბაღდათის მუნიციპალიტეტში.
"ინფო იმერეთს" ადგილობრივები ფოტოებსა და ვიდეოებს უგზავნიან, სადაც ჩანს რომ წყალი სახლებშია შესული, ასევე წყლის დინებამ წააქცია ღობეები.
მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.