ქუთაისის ახლად რეაბილიტირებულ ბულვარში, საზოგადოებრივი ტუალეტის კარი მეექვსედ შეამტვრიეს.
"ინფო იმერეთს" ადგილზე მყოფები უყვებიან, რომ ძირითად შემთხვევაში არასრულწლოვნები საპირფარეშოს კარს ღამით ამტვრევენ.
საპირფარეშოს გვერდით ხელისუფლებას ფანჩატური აქვს მოწყობილი, რომელიც პირველი, მესამე, მეცხრე და მეორე სკოლის მოსწავლეების თავშეყრის ადგილებად იქცა.
"სამი-ოთხი სკოლის მოსწავლეები აქ არიან ყოველდღე. გაკვეთილებზე არ შედიან, აქ თამაშობენ ჯოკერს, ხან სვამენ, მერე ჩხუბობენ და არის გამიშვი-გამატარე. ეს ადგილი მოსასვენებელ სივრცედ ჩაიფიქრეს, მაგრამ ქუჩური გარჩევების ბუდედ იქა. ტუალეტის კარი ექვსჯერ შეამტვრიეს, ბოლოს - რამდენიმე დღის წინ. არ ვიცი რა გვეშველება ჩვენ", - უყვება ადგილზე მყოფი "ინფო იმერეთს".