იმერეთი მრავალშვილიანი ოჯახების რაოდენობით რეგიონებს შორის პირველ ადგილზეა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში სულ 10 038 მრავალშვილიანი ოჯახია (3 და მეტი შვილი) რეგისტრირებული.

დედაქალაქის შემდეგ, სადაც 3 373 ასეთი ოჯახი ცხოვრობს, ქვეყნის მასშტაბით მეორე ადგილს იმერეთი იკავებს.

თბილისი - 3 373 ოჯახი

იმერეთი - 1 891 ოჯახი

კახეთი - 1 215 ოჯახი

შესაბამისად, რეგიონებს შორის მრავალშვილიანი ოჯახების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია სწორედ იმერეთში ფიქსირდება - ქვეყანაში რეგისტრირებული ოჯახების თითქმის 19% ჩვენს რეგიონზე მოდის.