ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

პერიმეტრი სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

რამ გამოიწვია ავტომობილისთვის ცეცხლის გაჩენა, ჯერჯერობით უცნობია.

"ინფო იმერეთს" შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით) დაიწყო.