ქუთაისში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები რეგიონში შემცირებულ ტურისტებზე საუბრობენ.

სასტუმროების ადმინისტრატორები და ტურისტული კომპანიის წევრები ამბობენ, რომ ზოგადად ამ სეზონზე იმერეთში ტურისტი ყოველთვის ნაკლებია, თუმცა წელს ეს სურათი კიდევ უფრო დრამატულია.

ტურიზმის სექტორში ჩართული ადამიანების განმარტებით, არ ხდება იმერეთის რეგიონის საკმარისად პოპულარიზება.

"არც ბიუჯეტურ სასტუმროებში აღარ არიან ტურისტები და არც შედარებით ძვირადღირებულში. დაცლილია ასევე აპარტამენტებიც. ტურისტების მოზიდვაზე მუშაობა აუცილებელია, ჩვენთან კი ეს არ კეთდება", - აცხადებენ ტურიზმის სექტორისთვის განკუთვნილ ჯგუფში.