ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე სხვადასხვა სახის პროდუქციის საწყობში ხანძარი იყო.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე ჯგუფი იყო მობილიზებული.
ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი იმყოფებოდა.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ბოლო კერების დამუშავება.
ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.